25 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი ჩართულია ცესკო-ს დისკრედიტაციის კამპანიაში, ეს არის მისი ერთ-ერთი დავალება - ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილი ჩართულია ცესკო-ს დისკრედიტაციის კამპანიაში, ეს არის მისი ერთ-ერთი დავალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების კიდევ ერთი გაგრძელებაა.

“სალომე ზურაბიშვილი ჩართულია ცესკო-ს დისკრედიტაციის კამპანიაში, ეს არის მისი ერთ-ერთი დავალება. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკური იყო მისი ვეტო. ეს არის მისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების კიდევ ერთი გაგრძელება, თუმცა ეს ვეტო კიდევ ერთხელ ვერ შეუქმნის პრობლემას სტაბილურად პროცესების განვითარებას. რა თქმა უნდა, ვეტო იქნება დაძლეული - ეს გადაწყვეტილება აქვს მიღებული საპარლამენტო უმრავლესობას. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ცესკო-მ შეძლოს ეფექტიანად არჩევნების ჩატარება. ამის საპირისპირო მიზანი აქვს ზუსტად სალომე ზურაბიშვილს,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რომელიც 11-გვერდიანია, პარლამენტს უკვე წარედგინა. სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ შეზღუდულია პრეზიდენტის როლი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესების პროცესში.

პრეზიდენტი პარლამენტს ე.წ., მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში, სთავაზობს, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების შესარჩევი კომისია კვლავ პრეზიდენტმა შექმნას და კანდიდატურები ასარჩევად პარლამენტს მან წარუდგინოს.

პრეზიდენტის შეფასებით, ცესკოს, მიმართ მაღალი ნდობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი შენარჩუნდეს.

დღის ამბები