25 ნოემბერი 2024,   16:18
ვრცლად
რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდება

რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდება. პროცესისთვის მზადება რუსთავის მერიამ უკვე დაიწყო.

ღონისძიება რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე, სპეციალურად მოწყობილ იმ სივრცეში გაიმართება, რომელმაც მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, რუსთავის პირველ საერთაშორისო სიმპოზიუმს უმასპინძლა.

მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, 2024 წლის 8 ივნისს გაიხსნება. ქართველი და უცხოელი სკულპტორები, სიმპოზიუმის სივრცეს 21 დღის განმავლობაში დაიკავებენ და მათ მიერ შექმნილი ქანდაკებები, რუსთავის ქუჩებში განთავსდება. სკულპტორთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.

დღის ამბები