ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. "ჰამასის" მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად, 124 ადამიანი დაიღუპა.
ისრაელის არმიამ, სამხრეთ ლიბანში "ჰეზბოლას" სტრუქტურებზე იერიში განახორციელა.
გაერო-ს განცხადებით, "ჰამასმა" 7 ოქტომბრის თავდასხმების დროს, მძევლებზე სექსუალურად იძალადა. შეგახსენებთ, "ჰამასის" დაჯგუფებამ არაერთხელ უარყო სექსუალური ძალადობის ბრალდებები.
ისრაელის ომის კაბინეტის წევრი, ბენი განცი ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნებს, ვაშინგტონში შეხვდა, ეგვიპტელი, კატარელი და ამერიკელი შუამავლები კი, ერთმანეთს კაიროში ხვდებიან, მთავარი საკითხი ცეცხლის შეწყვეტაა.
ანკლავში ჰუმანიტარული მდგომარეობა კვლავ მძიმდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთით, ბავშვები შიმშილით კვდებიან.