საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 6 მარტს დაიწყება.
განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, "ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების მიხედვით, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან პირველ დეკემბრამდე დაბადებული ბავშვების მშობლებს, ან კანონიერ წარმომადგენლებს უფლება ექნებათ, გააკეთონ არჩევანი: გააგრძელონ სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში, ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად.
სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა, დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.
დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.