დემნა გვასალიამ პარიზის მოდის კვირეულზე Balenciaga-ს ახალი კოლექცია წარადგინა. ჩვენების გახსნამდე დიზაინერმა აუდიომიმართვა გაავრცელა, რომელშიც თავისი კოლექციის შესახებ საუბრობს.
როგორც თავად ამბობს, ახალი პერფორმანსის მიზანი Balenciaga-ს წარსულსა და მომავალ შორის ერთგვარი კავშირის ჩვენებაა. მაღალი მოდის კვირეული პარიზში 26 თებერვალს გაიხსნა. ბრენდები, და წამყვანი დიზაინერები, რომლებიც მოდის ისტორიას და მომავალს ქმნიან, მსოფლიოს 2024-25 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექციებს გააცნობენ.