25 ნოემბერი 2024,   14:59
ვრცლად
შესაბამისი დახმარების შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდა, დასტაბილურდა და აგრძელებს მკურნალობას - როგორია თერჯოლაში გადარჩენილის მდგომარეობა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოში მომხდარ ტრაგედიას გადარჩენილი 24 წლის გოგო, ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მას სამედიცინო დახმარება უკვე გაეწია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მდინარე ძუსადან მაშველებმა ახალგაზრდა ქალი, გუშინ საღამოს ამოიყვანეს. ის ერთადერთია, ვინც მაშველებმა მდინარიდან ცოცხლად ამოიყვანეს.

გოგონა კლინიკაში სხეულის ზედაპირული ტრავმებითა და ჰიპოთერმიით შეიყვანეს, ახლა კი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, ქირურგიულ განყოფილებაში რჩება.

“გოგონა შემოიყვანეს უბედური შემთხვევის შემდეგ ჰიპოთერმიის მდგომარეობაში სხეულის ზოგადი გადაციებით. აქვს სხეულის ზედაპირული ტრავმები, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის. შესაბამისი დახმარების შემდეგ, მდგომარეობა გაუმჯობესდა, დასტაბილურდა და აგრძელებს მკურნალობას კლინიკაში. პაციენტი წევს ქირუგრიულ განყოფილებაში,“ - აცხადებს თერჯოლის საავადმყოფოს დირექტორი სოფო ბუსკივაძე.

დღის ამბები