25 ნოემბერი 2024,   14:58
ვრცლად
თელავივში, მორიგი საპროტესტო აქცია დაკავებებით დასრულდა - დემონსტრანტები პრემიერის გადადგომას მოითხოვდნენ

დაკავებებით დასრულდა მორიგი აქცია თელავივში - დემონსტრაციაზე, სადაც პროტესტის მონაწილეები ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომას ითხოვდნენ, პოლიციამ 7 ადამიანი დააკავა. აქციის მონაწილეები მთავრობას "ჰამასთან" მიმდინარე ომის არასათანადოდ მართვაში ადანაშაულებდნენ და ღაზის სექტორში მძევლად აყვანილი 130-ზე მეტი ისრაელელის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ანალოგიური მოთხოვნით საპროტესტო აქცია იერუსალიმში, ჰაიფასა და ისრაელის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.

 

დღის ამბები