25 ნოემბერი 2024,   14:50
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი, თავისი განცხადებით, ბერძენიშვილისა და მსგავსი ადამიანების რიგში ჩაეწერა - მამუკა მდინარაძე

სალომე ზურაბიშვილი, თავისი განცხადებით, ბერძენიშვილისა და მსგავსი ადამიანების რიგში ჩაეწერა, რომლებიც გამოყენებული არიან იმისთვის, რომ ყველაზე ძვირფასთან, ავტორიტეტულთან, იდენტობასთან, ქართულთან დაკავშირებულს დაარტყან, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პატრიარქთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას.

მდინარაძე ზურაბიშვილს "რადიკალ მებრძოლთა რიგებში ჩაწერილად" მიიჩნევს.

"ნაცმოძრაობა" გაშლილი კლასტერია და გაიშალა სალომე ზურაბიშვილის მიმართულებითაც. ამ პარტიას ჰყავს ისეთი ადამიანები, მათ შორის ბერძენიშვილები, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ - პატრიარქსაც ურტყამენ, სიწმინდეებს, იდენტობას, ისტორიას და მათ რიგებში ჩაეწერა სალომე ზურაბიშვილი. "ნაცმოძრაობის" პარტიის ვერცერთი წარმომადგენელი ვერ ბედავს (დიდი სურვილის მიუხედავად) იერიში მიიტანოს პატრიარქზე, რაც გაბედა სალომე ზურაბიშვილმა. ის ჩაეწერა, ამ განცხადებით, ბერძენიშვილისა და მსგავსი ადამიანების რიგში, რომლებიც გამოყენებული არიან იმისთვის, რომ ყველაზე ძვირფასს, ავტორიტეტულს, იდენტობასთან, ქართულთან დაკავშირებულს დაარტყან. წარმოიდგინეთ, რა უქნეს ამ ქალს, რომ "ნაცმოძრაობის" მესიჯებს არ დააჯერეს და უფრო რადიკალ მებრძოლთა რიგებში ჩაწერეს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

"როგორია საქართველოს ეკლესიის როლი მიმდინარე პროცესებში და ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომ ეკლესია ქვეყანაში "რუსეთის რბილ ძალას" წარმოადგენს?"- ეს კითხვა საქართველოს პრეზიდენტს დიდ ბრიტანეთში, ჩეთემ ჰაუსში გამოსვლისას დაუსვეს. პასუხის დროს სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კათალიკოს პატრიარქის სისუსტეს ახსენებს და იმედს გამოთქვამს, რომ ეკლესია მოახერხებს არა პრორუსის, არამედ პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას.

დღის ამბები