25 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
გამაოგნებელი იყო პრეზიდენტის განცხადების პათოსი, პატრიარქზე თავდასხმა - პატრიარქი გახლავთ ადამიანი, რომელიც ყველაზე დიდი სიყვარულითა და ავტორიტეტით სარგებლობს ქვეყანაში - კახა კალაძე 

პატრიარქთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო, სალომე ზურაბიშვილს მმართველი გუნდი და სასულიერო პირები აკრიტიკებენ.

”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადების შინაარსს გამაოგნებელს უწოდებს:

"ნამდვილად გამაოგნებელი იყო პრეზიდენტის განცხადების პათოსი, პატრიარქზე თავდასხმა. პატრიარქი გახლავთ ადამიანი, რომელიც ყველაზე დიდი სიყვარულითა და ავტორიტეტით სარგებლობს ქვეყანაში. მან, წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქართული ეკლესიისთვის. მიზანმიმართული თავდასხმები მასზე, ეკლესიაზე, ჩვენს სარწმუნოებაზე – არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ ამას წლების განმავლობაში ვისმენდით სხვადასხვა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან. თუმცა, პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი განცხადებები ნამდვილად გამაოგნებელია," - აცხადებს თბილისის მერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი  კახა კალაძე.

"როგორია საქართველოს ეკლესიის როლი მიმდინარე პროცესებში და ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომ ეკლესია ქვეყანაში "რუსეთის რბილ ძალას" წარმოადგენს?"- ეს კითხვა საქართველოს პრეზიდენტს დიდ ბრიტანეთში, ჩეთემ ჰაუსში გამოსვლისას დაუსვეს. პასუხის დროს სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კათალიკოს პატრიარქის სისუსტეს ახსენებს და იმედს გამოთქვამს, რომ ეკლესია მოახერხებს არა პრორუსის, არამედ პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას.

დღის ამბები