25 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
აბსოლუტურად გასაგებია, რომ საპარლამენტო უმრავლესობას სურს საზოგადოების დაცვა საქართველოში ასეთი პროცესების შესაძლო განვითარებისგან - ირაკლი კობახიძე ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე

საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე, ახალ საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც, მმართველი გუნდის შეფასებით, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი მავნე შედეგებისგან დაცვას მოემსახურება.

კობახიძის განცხადებით, თუ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის ჩართულობა იქნება საჭირო, პროცესში ისინიც მიიღებენ მონაწილეობას.

"არის მძიმე ტენდენციები სხვადასხვა სახელმწიფოში, რაც პირდაპირ სტატისტიკაშიც აისახება. ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობას სურს საზოგადოების დაცვა საქართველოში ასეთი პროცესების შესაძლო განვითარებისგან, ეს არის აბსოლუტურად გასაგები, დანარჩენი ვნახოთ. კანონპროექტი უნდა მომზადდეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის პრინციპების შესაბამისად, ეს არის ჩემთვის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი. თუ იქნება მთავრობის ჩართულობა საჭირო, არ ვიცი რა ფორმით, მაგრამ შეიძლება ჩვენც მივიღოთ ასეთ რამეში მონაწილეობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები