25 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრთან კომუნიკაციის კუთხით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში, რაშიც მე თავად დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე - ირაკლი კობახიძე

ჯანდაცვის მინისტრთან კომუნიკაციის კუთხით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში, რაშიც მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ზურაბ აზარაშვილს დღეს დილით შეხვდა.

"მე ვხედავდი პრობლემებს მართვის, კომუნიკაციის კუთხით. ამასთან დაკავშირებით, იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, რომ ასეთი პრობლემები ნამდვილად არსებობდა. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, რომ ჯანდაცვის მინისტრი ტოვებდა თანამდებობას“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა.

დღის ამბები