25 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
ჩხოროწყუს, წალენჯიხის და მარტვილის მუნიციპალიტეტებში, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაციისთვის, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 681 000 ლარი გამოიყო

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჩხოროწყუს, წალენჯიხის და მარტვილის მუნიციპალიტეტებში, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაციისთვის 681 000 ლარი გამოიყო. მთავრობის განკარგულებით გამოყოფილ თანხებს დაზარალებულ მოქალაქეებს მუნიციპალიტეტები ჩაურიცხავენ.

ამასთან, ბოლო პერიოდის სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.

დღის ამბები