25 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
ღაზის სექტორში, ისრაელის იერიშის შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 800-მდე პირი დაშავდა

100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 800-მდე პირი დაშავდა ღაზის სექტორში, ისრაელის იერიშის შედეგად. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მოსახლეობა ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში იყო.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის თქმით, ჯარებმა ადამიანების დაშლა გამაფრთხილებელი გასროლით სცადეს.

გაერო-ს უშიშროების საბჭომ, ინციდენტის განსახილველად, დახურული საგანგებო სხდომა დანიშნა.

ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, მომხდარი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აქტუალობას მატებს, მაგრამ ამავდროულად ართულებს.

ისრაელის მიერ ღაზაში მშვიდობიან მოსახლეობაზე ცეცხლის გახსნა დაგმო საფრანგეთის პრეზიდენტმაც.

დღის ამბები