25 ნოემბერი 2024,   17:14
ვრცლად
დღეიდან მომხმარებლები სარეკლამო შეტყობინებებს თანხმობის გარეშე აღარ მიიღებენ
დღეიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი ამოქმედდა. ცვლილების მიხედვით, სარეკლამო შეტყობინებებს მომხმარებლები, თანხმობის გარეშე, აღარ მიიღებენ. უარის დაფიქსირების შემდეგ, პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, შეწყვიტოს სარეკლამო შეთავაზებების გაგზავნა გონივრულ ვადაში, არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.

თუ მომხმარებლის უარის მიუხედავად, კომპანიები სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნას განაგრძობენ, მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. 
 
კომპანია საჩივარს განიხილავს და მოვაჭრეს მისცემს გაფრთხილებას ან დააჯარიმებს 3000 ლარით.
დღის ამბები