მშენებლობა, კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - ეს ის მიმართულებებია, რამაც იანვარში ეკონომიკური მაჩვენებლები გააუმჯობესა. "საქსტატის" ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მონაცემები - 5.8 პროცენტით გაიზარდა.
სამუშაო ადგილებისა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე აკეთებენ აქცენტს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. ამბობენ, რომ დღეს არსებული პოზიტიური პარამეტრები, სტაბილური პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა.
მაღალი დინამიკის ხელშემწყობ ფაქტორებზე საუბრობენ ანალიტიკოსები. ექსპერტების თქმით, ახალი მონაცემები, საქართველოს ეკონომიკის მზარდ პოტენციალზე მიუთითებს.
მიმდინარე თვის ეკონომიკურ მაჩვენებლებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, მარტში გამოაქვეყნებს.