კრიშტიანუ რონალდო საუდის არაბეთის ფედერაციის დისციპლინურმა კომიტეტმა დასაჯა. "ალ შაბაბთან" 21-ე ტურის დასრულების შემდეგ, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრებს, რომლებიც მის გასაღიზიანებლად "მესი-მესის" სკანდირებდნენ, უხამსი ჟესტი აჩვენა. 39 წლის ფეხბურთელი ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას მოიხდის. ასევე ხუთი ათასი ევროს გადახდა მოუწევს მეტოქე გუნდისთვის ხოლო 2500 ევროსი, არაბეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი.