25 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
მამუკა მდინარაძე - ერთადერთი, რაც სალომე ზურაბიშვილს დღემდე არ უკადრია, იყო პატრიარქის მძიმე შეურაცხყოფა, თავდასხმა ეკლესიასა და პატრიარქზე, დღეს ესეც მოახერხა

სალომე ზურაბიშვილმა ესეც მოახერხა, პატრიარქს დაესხა თავს, ლაპარაკობს მის შემცვლელზე, მის სისუსტეზე და მინიშნების კონტექსტში, საპატრიარქოში მართვის პროევროპულ და რუსულ განსხვავევებზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ამ განცხადებით თავს დაესხა ეკლესიასა და პატრიარქს, რაც ამ დრომდე რადიკალურ ოპოზიციაშიც კი მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იკადრა.

"რაც შეეება სალომე ზურაბიშვილს, ჩვენ თავისუფლად შეიძლება, კომენტარის გარეშე დაგვეტოვებინა, რადგან მგონია, რომ ზედმეტი კომენტარიც არ სჭირდება ამას. რა იყო ის, რაც ქალბატონ სალომეს არ უკადრია დღემდე? ერთადერთი იყო, პატრიარქის მიმართ მძიმე შეურაცხყოფა, თავდასხმა ეკლესიაზე, პატრიარქზე და დღეს ესეც მოახერხა. ეს ადასტურებს იმ მიდგომას, რომ მას შეეცვალა აზროვნება, მართლა ასე ფიქრობს, თუ ვიღაც ავალებს, ეს ვიღაც „ნაცმოძრაობაა“ ან მისი პატრონი, არ ვიცი. მაგრამ ყველა შემთხვევაში, ფაქტი სახეზე გვაქვს, რომ ქალბატონმა სალომემ ესეც მოახერხა, პატრიარქს დაესხა თავს. ცოცხალ ადამიანს, რომელმაც ძალიან დიდი ხანი უნდა იცოცხლოს კიდევ და ჯანმრთელობა უნდა ვუსურვოთ, ლაპარაკობს მის შემცვლელზე, მის სისუსტეზე და მინიშნების კონტექსტში, საპატრიარქოში მართვის პროევროპულ და რუსულ განსხვავევებზე. სად დადგა ეს დღის წესრიგში, რა პროევროპული მართვა? რამე შეამჩნია ისეთი, რომ იყო მართვა, სადაც რუსული ელემენტები იკითხებოდა და ამას პატრიარქს აბრალებს თუ რა ხდება? მგონია, რომ რბილი ნათქვამიც კია – სიბინძურე – თუ ამ კომენტარს დავარქმევთ ამ ტერმინს, თუ ამ სიტყვას გამოვიყენებთ, რადგან აქამდე მას ეს არ უკადრია და იკადრა ის, რაც ყველაზე რადიკალური ოპოზიციის მხოლოდ ნაწილმა იკადრა, რამდენიმე ადამიანმა და ეს არის პატრიარქზე თავდასხმა," – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები