25 ნოემბერი 2024,   17:18
ვრცლად
მიხეილ ყაველაშვილი: თუ ჩემი პარტნიორი ხარ და შენი ქმედებიდან გამომდინარე ჩემი ქვეყანა სუსტდება, ქაოსშია, ომში ერთვება, მე უნდა მიგითითო და შეიძლება მკაცრადაც გითხრა, რომ ეს არ არის პარტნიორობა

"მე არ მესმის მოსაზრების, რომ ამერიკის კრიტიკამ შეიძლება გააფუჭოს ჩვენი ურთიერთობები. მაშინ გამოდის, რომ მათ პარტნიორობის კი არა, სხვა სურვილი ჰქონიათ," – განაცხადა მედიასთან საუბარში მოძრაობა "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, როცა პარტნიორს ეტყვი, რა ნაბიჯები ასუსტებს ქვეყანას და რა აძლიერებს, ეს არის პრევენცია.

"როცა ვამბობთ პარტნიორობას, ჩვეულებრივ ადამიანს როგორ ესმის ეს ტერმინი - ორმხრივი ხომ? როცა კითხვები არსებობს - თქვენ მე მიცინით და ამ დროს ზურგს უკან სხვა სვლებს აკეთებთ, ხომ უნდა გითხრა - მოდი, ამას ნუ გააკეთებ. ჩვენთან რა მოთხოვნაც გქონდა, ხომ 100%-ით, კეთილსინდისიერად ვასრულებთ, სიყვარულით და მხარდაჭერით? ეს იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში არის განწყობა, რომ ამერიკა ჩვენი პარტნიორია. ამის გამო არ უნდა ვუთხრათ ის რაც ჩვენთვის მიუღებელია? ამაზე თავი უნდა დავხაროთ?

თქმა არის პრევენცია და თუ ჩემი მოყვარე ხარ, პირში უნდა გითხრა ეს ყველაფერი. პარტნიორი რომ მეუბნება, შენი მხარდამჭერი ვარ, გეხმარები და ასე შემდეგ, მეც ხომ უნდა გითხრა, რა მაძლიერებს და რა მასუსტებს.
თუ ჩემი პარტნიორი ხარ და შენი ქმედებიდან გამომდინარე ჩემი ქვეყანა სუსტდება, ქაოსშია, ომში ერთვება, მე ამაზე არ წავალ, მე უნდა მიგითითო და შეიძლება მკაცრადაც გითხრა, რომ ეს არ არის პარტნიორობა.

არაფერი არ უთხრა, იმიტომ, რომ ის ამერიკაა - ასე დიდი ხანი იცხოვრა საქართველომ. იძულებით აკეთებდა სხვადასხვა ნაბიჯებს, რათა ფიზიკურად გადარჩენილიყო.
მე არ მესმის მოსაზრების, რომ ამერიკის კრიტიკამ შეიძლება გააფუჭოს ჩვენი ურთიერთობები, მაშინ გამოდის, რომ მათ პარტნიორობის კი არა, სხვა სურვილი ჰქონიათ," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა

დღის ამბები