25 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
მნიშვნელოვანია, სალომე ზურაბიშვილმა სიტყვას მოაყოლოს ქმედება - ლევან ხაბეიშვილი

ევროპარლამენტმა მიიღო ანგარიში, სადაც შავით თეთრზე წერია პოლიტიკური დევნის შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, ასევე მოხსენიებულია, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოზიტიური როლი შეასრულოს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებით, – ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღიშნა, მნიშვნელოვანია, გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი და მიეცეს შესაძლებლობა, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და ხალხმა გადაწყვიტოს, რა რეალობა იქნება 2024 წელს.

"ივანიშვილის მთავარი საზრუნავი 12 წლის განმავლობაში უნდა ყოფილიყო საქართველოს მოქალაქის კეთილდღეობა და მას უნდა ეზრუნა, რომ საქართველოს მოქალაქეს ლუკმა-პურის საშოვნელად არ უწევდეს ქვეყნიდან გაქცევა, ამ პრობლემების ნაცვლად, როგორიც არის ფასების ზრდა, ეკონომიკური დოვლათის შექმნა და ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საკუთარი თავს უქმნის ეკონომიკურ დოვლათს, მან გადაწყვიტა, რომ მთელი მისი 12-წლიანი მოღვაწეობა დაეთმო პოლიტიკური დევნისთვის. პირდაპირ ვთქვათ, ქვეყნის მთავარი ინვესტორი, პრეზიდენტ სააკაშვილი, რომელსაც ნამდვილად შეუძლია საქართველოს მოქალაქისთვის სამუშაო ადგილების შექმნა, გამოეკეტა უსამართლოდ ციხეში. ჩვენ გუშინ ვნახეთ ევროპარლამენტის მიერ მიღებული ანგარიში, სადაც შავით თეთრზე წერია პოლიტიკური დევნის შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, ასევე მოხსენიებულია, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, დადებითი პოზიტიური როლი შეასრულოს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებით და შესაბამისად, 2024 წლის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეს მისცეს შესაძლებლობა გააკეთოს არჩევანი და თავად აირჩიოს ის ხელისუფლება, ის პარტია, პარტიები თუ კოალიციური მთავრობა, რომელმაც უნდა იზრუნოს მოქალაქეზე და არა მთელი ათწლეულების განმავლობაში დაკავდეს დაპირისპირებების გაღვივებით, დაკავდეს პოლიტიკური დევნით, ადამიანის უსამართლოდ ციხეში გამოკეტვით. შესაბამისად, ჩვენ მივმართავთ ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილს მარტივი მიზეზით – ის ევროპულად საუბრობს ხოლმე, თუმცა ქმედებით კარგად ვიცით, რომ არაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ქვეყანაში არ იყოს პოლარიზაცია, ქვეყანაში არ იყვნენ პოლიტიკური დევნილები, უკანონო პატიმრები და შესაბამისად, მან უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს პრეზიდენტ სააკაშვილი. ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად უსამართლოდ იხდის სასჯელს," – განაცხადა ხაბეიშვილმა.

დღის ამბები