USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების ხუთ წლიანი პროგრამა დასრულდა. შემაჯამებელ ღონისძიებაზე პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ანგარიშის თანახმად, პროგრამამ ძირითადი რესურსი და ძალისხმევა მიმართა სოფლის მეურნეობის იმ ქვე დარგებზე, რომელთა განვითარება ორიენტირებულია ექსპორტის ზრდასა და ახალი ბაზრების ათვისებაზე. ამ ქვე დარგებს შორისაა კენკრის, ხილის, წვენების, თხილის, ჩაის და სხვა პროდუქტების წარმოება.
"მოხარული ვარ რომ დღეს ვიმყოფები აქ საქართველოს მთავრობასთან და პარტნიორებთან ერთად. აღვნიშნავთ მნიშვნელოვანი პროექტის დასრულებას რომლის ღირებულებამ შეადგინა 27 მილიონი დოლარი და ამ პროექტმა დიდი როლი შეასრულა სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ასეთი ინვესტიციები არის პარტნიორობის ცოცხალი მაგალითი. აღნიშნულ პროექტში შეიქმნა 6 ათასი სამუშაო ადგილი, რამაც გავლენა იქონია 100 ათასი ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებაზე," - ამბობს რობინ დანიგანი.