25 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
ფემიციდის ფაქტი თბილისში - ლილოს დასახლებაში, 21 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე, ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ფემიციდის ფაქტი თბილისში - ლილოს დასახლებაში, 21 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, გოგონას ცხედარი საკუთარი სახლის წინ, დილით ორმოში იპოვეს.

სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს სამძებრო ოპერაცია. როგორც ადგილზე ამბობენ, დამნაშავეს და მსხვერპლს ნათესაური კავშირი აქვთ.

პოლიციელებმა მიმდინარე ტერიტორიიდან ამოიღეს ნივთ მტკიცებულებები. სამართალდამცველები ამ დროისთვის ადგილზე რჩებიან.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღის ამბები