გერმანიაში, ავიაკომპანია "ლუფთჰანზას" თანამშრომლებმა გაფიცვა დაიწყეს. პროტესტის ეს ფორმა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც გაირკვა, რომ პროფკავშირთან კოლექტიური მოლაპარაკებების დროს, კომპანიის მიერ შეთავაზებული ანაზღაურება უცვლელი დარჩა.
"ლუფთჰანზამ" განაცხადა, რომ კომპანიის მიზანი გაფიცვის თავიდან აცილება იყო, გერმანულმა პროფკავშირმა კი, შეხვედრამდე მკაფიოდ განაცახადა, რომ დასაქმებულებთან თანხმობის მისაღწევად, საჭირო იყო კომპანიას შეთავაზებული პირობებისთვის გადაეხედა.