აშშ-ის პრეზიდენტი გამორიცხავს შტატების ჯარების უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნას, - ამის შესახებ CNN-ი წერს.
"ცხადია, ყველა ქვეყანას შეუძლია ისაუბროს საკუთარ ინტერესებზე, მაგრამ გარდა იმისა, რომ პრეზიდენტმა მკაფიოდ თქვა, რომ აშშ არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში საბრძოლველად, NATO-ს გენერალურმა მდივანმა გამორიცხა ალიანსის ნებისმიერი ჯარისკაცის უკრაინაში საბრძოლველად ყოფნა", - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მომავალში უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს.