ესპანეთის მთავრობის სპიკერის, პილარ ალეგრიას განცხადებით, ესპანეთი არ ეთანხმება საფრანგეთის წინადადებას ევროპული სახმელეთო ჯარების უკრაინაში შესაძლო გაგზავნის თაობაზე.
"ერთიანობა იყო და არის ყველაზე ეფექტური იარაღი, რომელიც ევროპამ პუტინის თავდასხმას შეიძლება დაუპირისპიროს”, - ამბობს ალეგრია.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მომავალში უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს.