25 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე საუბრისას ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ - ხალხს არ უნდა ვაფიქრებინოთ, რომ რუსეთთან ომში ვართ, ჩვენ რუსეთს არ ვეომებით - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინაში ჯარების გაგზავნის წინააღმდეგია.

ანტონიო ტაიანის თქმით, დასავლეთის ჯარების უკრაინაში შესაძლო გაგზავნა "მაკრონის იდეაა".

"როდესაც თქვენ ლაპარაკობთ ჯარების გაგზავნაზე, ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ხალხს არ უნდა ვაფიქრებინოთ, რომ რუსეთთან ომში ვართ. ჩვენ რუსეთს არ ვეომებით, ჩვენ ვიცავთ უკრაინას და, ჩემი პირადი აზრით, იტალიის ჯარების უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნას არ ვემხრობი,” - თქვა დიპლომატმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მომავალში უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს.

დღის ამბები