გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის - ალექსეი ნავალნის უფლებადამცველი მოსკოვში დააკავეს, - ამის შესახებ BBC რუსულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვასილი დუბკოვი "საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის" დააკავეს.
ოფიციალური უწყებები დუბკოვას დაკავებას ჯერჯერობით არ ადასტურებენ.
ცნობისთვის, 2023 წლის ოქტომბერში, ნავალნის 3 ადვოკატი (კობზევი, სერგუნინი და ლიპსტერი) დააკავეს. გამოძიება მათ ექსტრემიზმს ედავება.
რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. ის 47 წლის იყო.