25 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
"გაბრაზებული ვარ - უკრაინულ ხორბალს, რომელსაც რაკეტებისა და არტილერიის პირობებში იღებენ, პოლონეთში, დივერსანტები მიწაზე ყრიან" - ტიმოფეი მილოვანოვი

კიევის ეკონომიკის სკოლის პრეზიდენტი, უკრაინის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ტიმოფეი მილოვანოვი, სოციალურ ქსელში ვიდეოკადრებს აქვეყნებს და წერს, რომ პოლონეთში, გდანსკისკენ გაგზავნიული უკრაინული ხორბალი გადაყარეს.

"გაბრაზებული ვარ. უკრაინულ ხორბალს, რომელსაც რაკეტებისა და არტილერიის პირობებში იღებენ, პოლონეთში, დივერსანტები მიწაზე ყრიან. დღეს დაიკარგა 160 ტონა მარცვლეული, რომელიც ტრანზიტით მიდიოდა გდანსკში, რათა საერთაშორისო მასშტაბით გაგზავნილიყო. პოლონელი ფერმერებისთვის არანაირი საფრთხე არ არსებობდა, თუმცა ეს დიდი ზიანია ჩვენთვის", - აღნიშნავს მილოვანოვი.

დღის ამბები