საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრების დიდი წარმატება უნგრეთის ქალაქ დიორში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ქართველებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვეს და კადეტთა შორის რეკორდიც დაამყარეს - ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის, მარიამ ფროდიაშვილმა ოქროს მედალი მოიგო. 10 მეტრზე სროლაში კი, საერთო ქულების რაოდენობით, ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.
დღესვე, საქართველოს ნაკრებმა, ქალთა შორის, გუნდური ოქროს მედალიც იზეიმა. შეჯიბრების პირველ დღეს კი, ჩვენმა ნაკრებმა თავი შერეულ წყვილებშიც გამოიჩინა. გიორგი მუმლაძისა და მარიამ ფროდიაშვილის დუეტი საუკეთესო გამოდგა და კვარცხლბეკზე უმაღლესი საფეხური დაიკავა.
ხვალიდან ასპარეზობას ტყვიის მსროლელთა ძირითადი ნაკრები დაიწყებს.