ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, უკრაინაში NATO-ს ჯარების გაგზავნის გეგმები არ არსებობს.
იენს სტოლტენბერგი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა არა ჯარების გაგზავნის გზით.
"ალიანსის მოკავშირეები უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას. ჩვენ ამას ვაკეთებთ 2014 წლიდან და გავაძლიერეთ ეს მხარდაჭერა სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, თუმცა არ არსებობს გეგმები NATO-ს ჯარების უკრაინაში გაგზავნასთან დაკავშირებით", - განაცხადა სტოლტენბერგმა.