25 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
სიტყვიერი დაპირისპირება ცესკოს სხდომაზე - შელაპარაკება გიორგი სიორიძის განცხადებას მოჰყვა

სიტყვიერი დაპირისპირება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე - კონფლიქტი ადმინისტრაციის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილსა და მის ოპოზიციონერ მოადგილე, გიორგი სიორიძეს შორის მოხდა.

შელაპარაკება მოჰყვა გიორგი სიორიძის განცხადებას, რომლის მიხედვით ცესკო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი თავმჯდომარის პიარკამპანიას ემსახურება.

ოპოზიციონერი წარმომადგენლის თქმით, ცესკო ოფიციალურ განცხადებებში მოადგილეზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

ამ განცხადებას გიორგი კალანდარიშვილმა ცილისწამება უწოდა.

დღის ამბები