25 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
ალუდა ღუდუშაური წალენჯიხის მერზე: "გამოვიდეს და ხალხს აუხსნას, რასთან გვაქვს საქმე"

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ წალენჯიხის მერი ვალდებულია, კორუფციის ბრალდებით დაკავებულ 2 თანამშრომელთან დაკავშირებით განმარტება გააკეთოს.

მისივე განცხადებით, წალენჯიხის მერიის თანამშრომლების დაკავების ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ მუნიციპალიტეტში მენეჯმენტი მოშლილია.

"წალენჯიხის მერს, ბატონ ხარჩილავას უნდა ჰქონდეს მეტი პასუხისმგებლობა, გამოვიდეს და ხალხს აუხსნას, რასთან გვაქვს საქმე. მინიმუმ, ფაქტი მიუთითებს იმას, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მენეჯმენტი არის მოშლილი, რაც აზიანებს კონკრეტულად ამ მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა ინტერესებს. ბატონ მერს, ნამდვილად აქვს მორალური პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც მეტი განმარტება უნდა გააკეთოს", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, რომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მერიის ორ თანამშრომელი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი - თეიმურაზ მებონიაა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ დაბა ჯვარში მდებარე მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, დაკავებულებმა მოქალაქეს ქრთამის სახით 20 000 ლარი გამოართვეს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები