25 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
რეალურად "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც განზრახული აქვს ჩაატაროს წმენდა სასამართლოში, ამ წმენდას ფუთავს ალბანური მოდელით - ანრი ოხანაშვილი

ალბანურ მოდელთან დაკავშირებით ხდება წარმოჩენა, თითქოს ეს არის წარმატებული მოდელი, რომ თითქოს ეს არის მიღებული მოდელი. რეალურად, "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც განზრახული აქვს, რომ ჩაატაროს წმენდა სასამართლოში, ამ წმენდას ფუთავს ალბანური მოდელით, თითქოს საერთაშორისოდ აპრობირებულ მოდელს, რომელიც არის მიმზიდველი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

"ალბანურ მოდელთან დაკავშირებით ხდება წარმოჩენა, რომ თითქოს ეს არის წარმატებული მოდელი, რომ თითქოს ეს არის მიღებული მოდელი. რეალურად, "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც განზრახული აქვს, რომ ჩაატაროს წმენდა სასამართლოში, ამ წმენდას ფუთავს ალბანური მოდელით, თითქოს საერთაშორისოდ აპრობირებულ მოდელს, რომელიც არის მიმზიდველი.

სინამდვილეში, როდესაც ალბანეთში ეს ვეტინგის პროცედურა შემოიღეს, ცვლილებები გაიგზავნა ვენეციის კომისიაში 2015 წელს და დასკვნაში კომისიამ აღნიშნაა, რომ ვეტინგი არის ყველაზე რადიკალური შემოთავაზება და ის სასამართლო სისტემაში ქმნის დაძაბულობას, დესტაბილიზაციას", - აღნიშნა ოხანაშვილმა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღებას ითხოვენ, რაც მოსამართლეების შემოწმებას და მათ გათავისუფლებას გულისხმობს. მათი იდეაა, საქართველოში სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი უცხო ქვეყნების საელჩოების მიერ წარიმართოს.

დღის ამბები