25 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
თამაშდამოკიდებულთა რიცხვი საქართველოში ნორმას აჭარბებს - UNICEF

თამაშდამოკიდებულთა რიცხვი საქართველოში ნორმას აჭარბებს. როგორც UNICEF-ის ექსპერტმა განათლების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, მათი ვარაუდით, მოსახლეობის 15% თამაშდამოკიდებულია, მაშინ, როდესაც ნორმად 2-დან 2.5 %-მდე ითვლება.

ამასთან, როგორც "იუნისეფის" წარმომადგენელმა აღნიშნა, მოზარდების 10% ამბობს, რომ მშობლები აფინანსებენ მათ თამაშს. ექსპერტის განმარტებით, ასეთ შემთხვევებში მშობელი ფიქრობს, რომ უფრო დაცულია ბავშვი, თუ სახლში პოკერს ითამაშებს, ვიდრე ვთქვათ, თანატოლებთან ფეხბურთს.

"იუნისეფის" ექსპერტი, მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მიმართულებით განხორციელებულ საპარლამენტო თემატურ მოკვლევაში იყო ჩართული. ჯგუფის მხრიდან გაიცა რეკომენდაციები, რომლის შესახებაც კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ თემატურმა მოკვლევამ მეტი კოორდინაციის საჭიროება აჩვენა.

დღის ამბები