25 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთ ძლიერ ქვეყანაში შეძლებენ უვიზო მიმოსვლას, ძალიან კარგია, მეტი კომფორტი საქართველოს მოქალაქისთვის, ისტორიული მოვლენაა - მამუკა მდინარაძე

უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საქართველო-ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს პასპორტს მეტი ფასი დაედო.

"ეს ნიშნავს ქართული პასპორტის კიდევ უფრო გაძლიერებას, რაც ძალიან კარგია. ქართულ პასპორტს დაედო კიდევ უფრო მეტი ფასი, საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთ და ძლიერ ქვეყანაში შეძლებენ უვიზო მიმოსვლას, რაც არის ძალიან კარგი, მეტი კომფორტი საქართველოს მოქალაქისათვის. მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური შეიძლება იყოს, ისტორიული მოვლენაა, რომელსაც თავისი გვერდითი, კიდევ უფრო კარგი ეფექტებიც აქვს,"- აცხადებს მდინარაძე. 

დღის ამბები