25 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლოში ბევრი საქმე გაასაჩივრეს "ნაცებმა" და მათთან დაკავშირებულმა პირებმა და პრაქტიკულად ყველა წააგეს, დარწმუნებული ვარ, თაღლითობაზე საერთოდ არ იმსჯელებს - მამუკა მდინარაძე

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო "ლელოს" ლიდერების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა, სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაიწყო განხილვა აღნიშნული საქმის და მას პრიორიტეტი მიენიჭა.

საკითხს პოლიტიკოსები აფასებენ.

"მამუკა ხაზარაძემ 18 მილიონამდე თანხა ისე ისესხა თავისი მეგობრისგან, რომ იმან არც კი გაუმხილა წლების განმავლობაში, რომ მისი ბანკიდან ჰქონდა გამოტანილი და ეს არ იყო თაღლითობა საბოლოო ჯამში და ეს ფული მერე გაქრა ჰაერში სადღაც. ასეთი ვერსიის პატრონი სტრასბურგის სასამართლოში მე საერთოდ არ წავიდოდი, თუმცა მას ახლა მისი უფლებები აქვს.

სტრასბურგის სასამართლოში ბევრი საქმე გაასაჩივრეს "ნაცებმა" და მათთან დაკავშირებულმა პირებმა და ყველა წააგეს პრაქტიკულად. შესაბამისად, თაღლითობაზე ზოგადად საერთოდ არ იმსჯელებს, დარწმუნებული ვარ, იქ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა თუ არ დაირღვა - ამაზე იმსჯელებს და ვერ იტყვის სტრასბურგის სასამართლო, რომ თაღლითი არ არის. თუმცა, იმ ნაწილშიც, რომელშიც უნდათ, რომ მოიგონ და იმის შემდეგ ეს თაღლითობა გადაფარონ, ჩემი აზრით იმ ნაწილშიც წააგებს," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

საუბარია ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, რომლის ფარგლებშიც ბრალი წაუყენეს მამუკა ხაზარაძეს და მის პარტნიორ ბადრი ჯაფარიძეს. საქალაქო სასამართლომ განაჩენი 2022 წლის იანვარში გამოაცხადა - ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს ჯგუფურ თაღლითობაში და არა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, მათ მოსამართლემ პატიმრობა არ შეუფარდა.

დღის ამბები