25 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
"ოფიციალურ უწყებებშიც გაჩნდა მითითებები, რომ გენდერული ნიშნით სხვანაირად მოიხსენიონ ოჯახის წევრები, დედა და მამა არა, მხოლოდ მშობელი, ჩვენთვის ეს შემაშფოთებელია" - მამუკა მდინარაძე

ოპოზიცია "ხალხის ძალას" აკრიტიკებს - როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, აღნიშნული მოძრაობის მიზანი სტრატეგიული პარტნიორის, ამ შემთხვევაში შტატების წინააღმდეგ ბრძოლაა. აქვე ამბობენ იმასაც, რომ ენტონი ბლინკენმა, სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს მოუწოდა თავი შეიკავონ გენდერული ტერმინების გამოყენებისგან.

განსხვავებულია მმართველი გუნდის პოზიცია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, როგორც არ უნდა მეგობრობდნენ სხვადასხვა ქვეყნებთან, მათთვის მსგავსი საკითხები მიუღებელი იქნება.

"თანამედროვე ცივილიზებული სამყარო უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, ერთ-ერთი ასეთი გამოწვევაა ლგბტ პროპაგანდა და ამ უდიდესმა პრობლემამ ოფიციალურ უწყებებშიც შეაღწია. ოფიციალურ უწყებებშიც გაჩნდა მითითებები, ოფიციალურ დონეზე, რომ გენდერული ნიშნით ცოტა სხვანაირად მოიხსენიონ ოჯახის წევრები, დედა და მამა არა - მხოლოდ მშობელი უნდა იყოს მოხსენიებული და ა.შ.

რაც არ უნდა მეგობრული დამოკიდებულება გვქონდეს კონკრეტულ ქვეყნებთან, ჩვენთვის ეს შემაშფოთებელია. ჩემი აზრით, საქართველოში არასდროს ხელისუფლებასთან ახლოს არ უნდა იქნას გატარებული არცერთი ადამიანი, რომელიც ამ პროპაგანდის ავანგარდში შეიძლება იყოს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები