25 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო "ლელოს" ლიდერების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო "ლელოს" ლიდერების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა, სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაიწყო განხილვა აღნიშნული საქმის და მას პრიორიტეტი მიენიჭა.

"ჩემი სარჩელი საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ჩვენ გაგვამტყუნეს ვითომდაც თაღლითობის ჩადენის გამო. ეს სარჩელი იქნა არა მხოლოდ მიღებული, არამედ უკვე სასამართლომ დაიწყო განხილვა უპრეცენდენტო მოკლე ვადებში და ამ საქმეს მიენიჭა პრიორიტეტი", - აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე.

საუბარია ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, რომლის ფარგლებშიც ბრალი წაუყენეს მამუკა ხაზარაძეს და მის პარტნიორ ბადრი ჯაფარიძეს. საქალაქო სასამართლომ განაჩენი 2022 წლის იანვარში გამოაცხადა - ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს ჯგუფურ თაღლითობაში და არა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, მათ მოსამართლემ პატიმრობა არ შეუფარდა.

დღის ამბები