25 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრებს განაგრძობს

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრებს განაგრძობს. ზურაბიშვილი, ამ წუთებში, საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავასა და "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარეს, გიორგი ვაშაძეს ხვდება. ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრების მიზანი ქვეყნის ევროპულ მომავალზე ერთობლივ პლატფორმაზე მსჯელობაა.

მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიციასა და ზურაბიშვილს ერთობლივი რადიკალური გეგმები აქვთ.

"სალომე ზურაბიშვილი, დიდი ხანია, რადიკალური ოპოზიციის სიაშია ჩაწერილი. როგორც ჩანს, დამარცხებული არჩევნების შემდეგ, რევოლუციური სცენარის გათამაშებას აპირებენ. მათი მიზანია, საარჩევნო პროცესი პროპაგანდით დააზიანონ," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები