25 ნოემბერი 2024,   16:56
ვრცლად
ცვლილების მიღებით, გარკვეული გაუმჯობესებები იქნება - მიხეილ დაუშვილი მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე

პარლამენტი ევროკომისიის 9 დათქმაზე მუშაობას განაგრძობს. ბიუროს სხდომაზე, რომელიც პარლამენტში ცოტა ხნის წინ დაიწყო, უმრავლესობა დააინიცირებს ცვლილებებს კანონებში "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა" და "სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“.

პარტია "საქართველოსთვის" წევრები აცხადებენ, რომ, ცვლილების მიღებით, "გარკვეული გაუმჯობესებები იქნება".

"ამ ცვლილების მიღებით, გარკვეული გაუმჯობესებები იქნება, მაგრამ მთავარი პრობლემა არის იმაში, რომ ეს არ არის სისტემური რეფორმა, რეალურად, არცერთ ამ სამსახურს არ ექნება შინაარსობრივი, არსებითი გაუმჯობესება," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრი მიხეილ დაუშვილი.

მმართველი გუნდის მიერ მომზადებული პროექტების მიხედვით, სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებს მიენიჭებათ უფლებამოსილება, შეადგინონ და გამოაქვეყნონ სპეციალური ანგარიშები იმ საკითხებზე, რაც მათ საქმიანობას უკავშირდება. გარდა ამისა, იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის ჩატარების ვადები და წესები. დგინდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტია. იცვლება რეაგირება თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ხარვეზით წარდგენის შემთხვევაში.

დღის ამბები