25 ნოემბერი 2024,   16:55
ვრცლად
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ქალაქის საკრებულოს საქმეზე მერიის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა

რამდენიმე წუთის წინ, რუსთავის საქალაქო სასამართლომ ქალაქის საკრებულოს საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მერიის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსთავის საკრებულო უფლებამოსილი არ არის, რომ მერიის მიერ წარდგენილი პროექტები არ განიხილოს.

დავის მიზეზი საკრებულოს გადაწყვეტილებებია, რომელმაც ათობით საკითხი ჯერ ბიუროზე, შემდეგ კი სხდომაზე არ გაიტანა.

მერიაში აცხადებენ, რომ საკრებულოს უმრავლესობა, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობისა" და გახარიას პარტიის წევრები წარმოადგენენ, საინვესტიციო პროექტების განხილვას აჭიანურებს, რეგლამენტის დარღვევით, აფერხებს და დაუსაბუთებლად უკან აბრუნებს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციების მომტან პროექტებს.

"გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო რუსთავის მერიის სასარგებლოდ, სრულად დაკმაყოფილდა ჩვენი სარჩელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოქალაქეებისთვის, ისე - მერიისა და საკრებულოს ფუნქციონირებისთვის," - აცხადებს რუსთავის მერიის ადვოკატი მიხეილ მუზაშვილი.

 

დღის ამბები