25 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
"ეს არ ეკადრება ქართლ კულტურას და ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ფაქტი მოხდა" - შალვა პაპუაშვილი გერმანიაში, ხაზარაძის ფონდის დაფინანსებით, ალტერნატიული სტენდის წარდგენის შესახებ

მამუკა ხაზარაძის შვილის, ანა ხაზარაძის საპროდიუსერო კომპანიის ფილმმა "გზაჯვარედინზე", ბერლინის კინოფესტივალზე ტედი ავარდის ჯილდო მიიღო. ლევან აკინის ფილმმა "გზაჯვარედინმა" პრიზი საუკეთესო სამსახიობო გუნდისთვის მოიპოვა.

ხაზარაძის ფონდის დაფინანსებით, წელს ბერლინალეზე საქართველოს კინოცენტრისგან დამოუკიდებელი სტენდი იყო წარმოდგენილი.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პოლიტიკური პარტია არ უნდა ერეოდეს, თუ როგორ უნდა იქნას გატანილი ქართული კულტურა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

"პრობლემურად მიმაჩნია, რომ პოლიტიკური პარტია ერევა, თუ როგორ უნდა იყოს ქართული ხელოვნება წარმოჩენილი საზღვარგარეთ. ძირის გამოთხრაა ქართული კულტურისთვის, ქვეყანა ორი სტენდით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. ეს არის არაპატრიოტული ქცევა, არ ეკადრება ქართულ კულტურას. სამწუხაროდ, პოლიტიკას ეწირება ხოლმე ჩვენი კულტურის ინტერესები. ასეთ რამეს არასდროს არ იკადრებდნენ საქართველოში, სამწუხაროდ, ვნახეთ, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლობასთან ერთად, რადიკალური პოლიტიკური პარტია "ლელოს" ინიციირებით, მოხდა ალტერნატიული სტენდების წარმოდგენა, ეს არ ეკადრება ქართლ კულტურას და ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ფაქტი მოხდა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი არ ფიქრობს, რომ ლგბტქ+ თემატიკა ქართული კულტურის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

"ხაზარაძეების ოჯახის ფონდმა თავისი პირველი წარდგინება ლგბტ მიმართულებით მოახდინა. პარალელური სტენდი და ჩვენება მოაწყო, რომელიც ბერლინალეს ფარგლებში საქართველოს მხრიდან ხორციელდებოდა. თუ ეს ფონდი ლგბტ თემატიკით იქნება დაკავებული, არ მგონია ქართული კულტურის პოპულარიზაციას უწყობდეს ხელს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები