სვანეთში საზეიმო განწყობაა - მესტია ყველაზე მასშტაბური გასტრონომიული ფესტივალის - "გემოფესტი 2024"-ის მასპინძელია.
მთელი დღის განმავლობაში, მესტიის ცენტრში სხვადასხვა აქტივობა მიმდინარეობდა. გამოფენა-გაყიდვა, კერძების დეგუსტაცია, ვორქშოფები ბავშვებისთვის.
"გემოფესტში" სულ 20 ადგილობრივი შეფ მზარეული მონაწილეობს. "გემოფესტის" მიზანი, გასტროტურიზმის განვითარებაა.