საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ბათუმში, ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სკვერში იმყოფებოდნენ, სადაც წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნას და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.