სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გამწვანების აქცია მოეწყო. ინიციატორები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ისნის მაჟორიტარი დეპუტატი არიან.
ღონისძიების ფარგლებში, ტაძრის ეზოში ოცდაათამდე ზეთისხილის ხე დაირგო. პროცესში მონაწილეობა მიიღეს სასულიერო პირებმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა.
აქცია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის, ლოცვა კურთხევით განხორციელდა.