25 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
იერუსალიმში საპროტესტო აქცია დაკავებებით დასრულდა

იერუსალიმში, პრეზიდენტის რეზიდენციის წინ გამართული აქცია, სადაც ასობით ისრაელელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვდა, დაკავებებით დასრულდა. პოლიციამ დემონსტრაციისას ხუთი ადამიანი დააკავა.

აქციის მონაწილეები მთავრობას აკრიტიკებდნენ და "ჰამასის" ტყვეობაში დარჩენილი 134 მძევლის დაუყოვნებლივ დაბრუნებას ითხოვდნენ.

დემონსტრანტები ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ სკანდირებენ: "შენ ხარ პასუხისმგებელი, შენ ხარ დამნაშავე".

დღის ამბები