25 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
თქვენ კარგად იცით, რა გვჭირდება ჩვენი ცის დასაცავად, ჩვენი არმიის გასაძლიერებლად - ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს

უკრაინაში ომი გრძელდება. რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 732-ე დღეს, 84 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. არიან დაშავებულებიც.

"თქვენ იცით, რა გვჭირდება და გესმით, რომ ჩვენ გვჭირდება ეს დროულად", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა "დიდი შვიდეულის" ლიდერებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მათ რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად დახმარებისკენ მოუწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "24 თებერვლის ის საშინელი დღე, და რუსეთის მიერ მოტანილი მთელი საშინელება, უკრაინას ვერ წაართმევს ნორმალურ მომავალს".

"მე მივმართე მსოფლიოში ყველაზე დიდი დემოკრატიების G7-ის ლიდერებს. მადლობა გადავუხადე მათ ბოლო ორი წლისთვის. თქვენ კარგად იცით, რა გვჭირდება ჩვენი ცის დასაცავად, ჩვენი არმიის გასაძლიერებლად და თქვენ იცით ყველაფერი, რაც ჩვენ გვჭირდება, რომ მხარი დავუჭიროთ და გავაგრძელოთ ჩვენი წარმატებები ზღვაში. თქვენ კარგად გესმით, რომ ეს ყველაფერი გვჭირდება დროულად. თქვენი იმედი გვაქვს. როცა ის წააგებს, მსოფლიოში გაიმარჯვებს არა მხოლოდ ერთი ადამიანი, არამედ ხალხი მთელი მსოფლიოდან, საზოგადოება და საერთაშორისო სამართალი და ჩვენ ეს გამარჯვება უნდა უზრუნველვყოთ", - აცხადებს ზელენსკი.

დღის ამბები