25 ნოემბერი 2024,   16:56
ვრცლად
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორ მოვექცევით იმ თავისუფლებას და სახელმწიფოებრიობას, რასაც ამ ადამიანებმა თავი შესწირეს - ოპოზიციის ლიდერები იუნკრების მემორიალთან მივიდნენ

საქართველოს საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი შესრულდა. კოჯორში, იუნკრების მემორიალთან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები იკრიბებიან. მათ პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებს.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები. 

პატია "ლელოს" ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, იუნკრების თავგანწირვამ საბოლოო ჯამში ქვეყანას თავისუფლება მოუტანა.

"ის თავგანწირვა, რომელიც ქართველებმა აჩვენეს კოჯორში, რა თქმა უნდა, ამ თავგანწირვამ მოიტანა ის, რომ ქვეყანა განთავისუფლდა. 1991 წელს ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა. ახლა ყველაზე ახლოს ვართ ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნებასთან", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, ვინც საბჭოთა რუსეთის იმპერიის მემკვიდრეობას ბოროტებად არ აფასებს, იუნკრების ხსოვნას აყენებს შეურაცხყოფას.

"გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ დღეს როგორ მოვექცევით იმ თავისუფლებასა და სახელმწიფოებრიობას, რასაც ამ ადამიანებმა თავი შესწირეს, როგორ შევაფასებთ წარსულს და რაზე დავაყრდნობთ ჩვენს მომავალს. ყველა, ვინც საბჭოთა რუსეთის - ლენინის, სტალინის, ამ ბოროტების იმპერიის მემკვიდრეობას ცალსახა ბოროტებად არ აფასებს, ამ ადამიანების ხსოვნას აყენებს შეურაცხყოფას და ჩვენ მომავალ თავისუფლებას უქმნის საფრთხეს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები