"კრწანისის ყაყაჩოების" მიხედვით გადაღებული ფილმი, რომელიც "შინდისის გმირებს" ეძღვნება - ნამუშევარი, ბავშვობის ოთხი მეგობრის ისტორიაზეა, რომელიც, 2008 წლის აგვისტოში, ზღვაზე დასასვენებლად მიდის, თუმცა ომის რეალობის პირისპირ აღმოჩნდება.
ისინი 2008 წლის აგვისტოს ყველაზე ცხელ წერტილში, საომარი მოქმედებების ეპიცენტრში აღმოჩნდებიან, სადაც რუსების მიერ დაგეგმილ ჩასაფრებაში მოყვებიან. იქ იბადებიან გმირები, რომლებიც სამუდამოდ რჩებიან მეხსიერებასა და ისტორიაში.
ფილმი თბილისის ციფრული სივრცის გუნდმა ლადო ასათიანის ლექსის მიხედვით გადაიღო, რომელიც საქართველოს უახლეს წარსულს კიდევ ერთხელ გაგვახსენებს. 25-წუთიანი ფილმს გია ყანჩელის მუსიკა აფორმებს.
თბილისის ციფრული სივრცე ფილმის პრემიერაზე მაყურებელს იუნკერთა ხსოვნის დღეს ელოდება. დღეიდან, მიმდინარე ექსპოზიციასთან ერთად, დამთვალიერებელი "ქართულ ოთახში" შემეცნებით, საგანმანათლებლო და პატრიოტულ ფილმს, "კრწანისის ყაყაჩოებს" ნახავს.