25 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
"ალექსეის ცხედარი დედას გადაეცა" - ნავალნის პრესსპიკერი

ალექსეი ნავალნის ცხედარი ოპოზიციონერის დედას გადასცეს, - ინფორმაცია ნავალნის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა X-ით დაადასტურა.

"ალექსეის ცხედარი დედას გადაეცა. მადლობა ყველას, ვინც ამას ჩვენთან ერთად მოითხოვდა“, - წერს კირა იარმიში.

ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. ის 47 წლის იყო.

ოპოზიციონერის ქვრივმა დღეს ვიდეომიმართვა გაავრცელა და ვლადიმერ პუტინს მიმართა. "მოგვეცით ჩემი ქმრის ცხედარი - თქვენ ის აწამეთ სიცოცხლეში, ახლა კი მკვდარსაც აწამებთ" - აცხადებს ნავალნაია ვიდეოში. 

იქამდე, ნავალნის პრესსპიკერმა თქვა, რომ ოპოზიციონერის დედას ულტიმატუმი წაუყენეს - ის ან საიდუმლო ვითარებაში, ცერემონიის გარეშე შვილის დასაფლავებას დათანხმდებოდა ან ცხედარს კოლონიის ტერიტორიაზე დაკრძალავდნენ. მისივე თქმით, ნავალნის დედამ უარი განაცხადა საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებთან მოლაპარაკებაზე.

 

 

დღის ამბები