25 ნოემბერი 2024,   16:56
ვრცლად
ასეთ დადებით შედეგს არ ველოდით - მადლობა ბატონ ირაკლის, ბატონ მამუკასა და ბატონ ზურაბს - ჩვენი არგუმენტები გათვალისწინებულია - რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები დღევანდელ გადაწყვეტილებას მიესალმებიან

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებული პროცესი ჩერდება - სამედიცინო დაწესებულება ფუნქციონირებას ისევ განაგრძობს. ახალი გადაწყვეტილება საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა გააცნო. მთავრობის მეთაური დღეს, უკვე მეორედ, ექიმებს შეხვდა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საავადმყოფოს უკანა ტერიტორიაზე ახალი სამედიცინო დაწესებულება აშენდეს, წინა ტერიტორია კი, საინვესტიციოდ, რამდენიმე წლის განმავლობაში არ გამოიყენონ. პრემიერის თქმით, მთავრობა, ალტერნატიულ პროექტზე იმუშავებს.

მიღებულ გადაწყვეტილება შეაფასა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალმა. ისინი გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან და აცხადებენ, რომ შეხვედრა მათთვის სასარგებლო შედეგით დასრულდა.

"საუბარი წარიმართა ძალიან პოზიტიურად და ჩვენთვის ძალიან სასარგებლო შედეგით. ჩვენი არგუმენტაციის ძალიან დიდი ნაწილი გათვალისწინებულია. რესპუბლიკური საავადმყოფო დარჩება იმ ლოკაციაზე, რომელიც არის და გააგრძელებს მუშაობას, სანამ აშენდება სხვა უკანა მხარეს ეზოში. ამავე დროს, კორპუსის, იმ ნაწილის, რომელშიც დღესდღეობით რესპუბლიკური საავადმყოფოა, მისი მოდერნიზაცია, იმისთვის, რომ გარდამავალ პერიოდში კლინიკამ აბსოლუტურად შეძლოს სრული სერვისების მიწოდება პაციენტებისათვის. წინა ეზო, რომელიც დასანგრევად იყო განწირული, უკვე საინვესტიციო მიზნებისთვის გამო," - განაცხადა ნინო ოთარიშვილმა.

მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს სამედიცინო დაწესებულების კიდევ ერთი თანამშრომელი - გივი პისარევი.

"ასეთ დადებით შედეგს არ ველოდით. პირველ რიგში, მადლობა ბატონ ირაკლის, ბატონ მამუკას და ბატონ ზურაბს, რადგან გაითვალისწინეს ჩვენი არგუმენტები. კლინიკა განაგრძობს მუშაობას, ასევე დაიგეგმება მის უკანა ნაწილში ახალი კლინიკის მშენებლობა. ნაწილი შესაძლებელია იქნას გამოყენებული საინვესტიციოდ, რომელიც ასევე, იქნება შეხიდება ჩვენი კლინიკისთვის. უახლოეს დღეებში მოხდება კადრების ოპტიმიზაცია, ნაწილი დაბრუნდება, ნაწილს ახალს ავიყვანთ. ეს ყველაფერი უკვე ტექნიკური სამუშაო პროცესია," - აღნიშნა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, გივი პისარევმა.

 

დღის ამბები